logo
ENG



ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას "საერთაშორისო სტანდარტი"

16 აპრ 202422:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/16/3qp5jkw1m53oxvv.jpg

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აქციაზე ძალის გამოყენების შემთხვევაში, "დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები".

"2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები"- ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებს.

მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მათ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით რობოკოპები.


close დახურვა